წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონკურსი „წყალი და თანასწორობა“ ჩატარდა.
სს „აჭარის წყლის ალიანსი“ კონკურსს, აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში მართავს და მასში სარეაბილიტაციო ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების ეკოკლუბები მონაწილეობენ.
კონკურსის ფარგლებში მესამე შეხვედრა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. კონკურსში დაბა შუახევის, ჭალას, წყაროთას, და ბარათაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსანტებმა ფოტო-კოლაჟის, ვიდეოების და პრეზენტაციის სახით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.