ხულოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების მშენებლობა რამდენიმე დასახლებაში ერთდროულად მიმდინარეობს
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, დაბა ხულოში, ეწყობა წყლისა და წყალარინების ქსელები, პარალელურად მიმდინარეობს 400 მ³ მოცულობის რეზერვუარზე არმირების სამუშაოები. დაგეგმილია არსებული მცირე ზომის რეზერვუარის რეაბილიტაცია და მოცულობის გაზრდა. დაბა ხულოში ასევე დაწყებულია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გაბიონის მოწყობა.