ქედის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები შენდება.
ამ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაოები დაბა ქედაში, ვაიოში, არსენაულში და უჩხითში ხორციელდება.
დაბა ქედაში 570მ³ მოცულობის რეზერვუარზე არმირების სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია არსებული 475 მ³ რეზერვუარის რეაბილიტაცია და მოცულობის გაზრდა. პარალელურად წყლის და წყალარინების ქსელები შენდება.