შუახევის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები შენდება.
ამ ეტაპზე დაბა შუახევში არსებული 200მ3 რეზერვუარის გაფართოვების სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად ეწყობა წყლისა და წყალარინები სისტემები.
ასევე, სოფელ ჟანივრში მიმდინარეობს 50მ3, ხოლო სოფელ გოგაძეებში 100მ3 რეზერვუარის საძირკვლის მოსამზადებელი სამუშაოები.
წყლის სისიტემები ერთდროულად შენდება რამდენიმე სოფელში:ღორექეთი, სხეფელა, თერნალი, ტბეთი, კვიახიძეები და გოგაძეები.
პროექტი აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და დაბა შუახევში და შუახევის მუნიციპალიტეტის ჯამში 16 სოფელში, თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
მასშტაბური სამუშაოები წყალმომარაგების სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების, გამწმენდი ნაგებობებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდეგ შუახევში 1645 ოჯახი წყლისა და წყალარინების ახალი სისტემებით ისარგებლებს.