სოფელ ზედა ჯოჭოში მიმდინარეობს 200 მ³ და 400 მ³ მოცულობის წყლის რეზერვუარების მშენებლობა. პარალელურად ეწყობა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები.
ასევე, სოფელ კირნათსა და კობალეთში შენდება 20 მ³ და 100 მ³ მოცულობის სეპტიკური ავზები. ამ ეტაპზე ობიექტებზე არმირების სამუშაოები მიმდინარეობს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე და მდგრადი კომუნალური ინფრასტრუქტურა იქმნება